1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბასტია კლოდ ფრედერიკ (1801-1850)

  1. ფრანგი ეკონომისტი, ჟურნალისტი და კანონმდებელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფრედერიკ ბასტია მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ხელისუფლების შეზღუდვას. მისი შრომები - „ეკონომიკური სოფიზმები“, „ეკონომიკური ჰარმონიები“, „კაპიტალი და პროცენტი“, „ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს“, „კანონი“, „ხელისუფლება“ და სხვა მრავალი, გამოირჩევა მახვილგონივრულობით, დახვეწილობით და სიზუსტით. მასვე ეკუთვნის, გამოჩენილი შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, ადამ სმითის საუკეთესო ნაშრომების საკვანძო შინაარსის მქონე ამონარიდებიდან მომზადებული კრებული, სახელწოდებით „ადამ სმითის სიბრძნე“. ბასტიას აზრით, თავისუფალი ბაზარი წარმოადგენს ინდივიდებს შორის ჰარმონიის წყაროს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლება შეზღუდულია გარეშე ძალადობისაგან ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დამცველი ფუნქციებით. მისი ძალისხმევით, საფრანგეთის კანონმდებლობაში ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერი ბევრი ცვლილება შევიდა.
    Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
  2. ფრედერიკ ბასტია მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკონომიკის და პოლიტიკის ერთერთი საუკეთესო ექსპერტი. მისი შეხედულებანი ერთდროულად ღრმა და ადვილად გასაგებია ბასტია საფრანგეთის პარლამენტის წევრი იყო, სადაც მან შეძლო ძლიერი არგუმენტები წარმოედგინა პროტექციონიზმის, იმპერიალიზმის და კომუნიზმის წინააღმდეგ, რამაც, ბევრის აზრით, 1848 წელს საფრანგეთში კომუნიზმის დამკვიდრების შეჩერება განაპირობა. ბასტიას მთავარი დამსახურება ეკონომიკური მეცნიერების გახალხურებაა: მან შეძლო მოეძებნა ენა და ლიტერატურული ხერხები, რომლებიც ყველასთვის და ყოველ დროში გასაგები აღმოჩნდა. ის მრავალ თემას შეეხო: მცდარი ეკონომიკური წარმოდგენების მხილებას მან „ეკონომიკური სოფიზმები” მიუძღვნა. პროტექციონიზმის კრიტიკას – „მესანთლეების პეტიცია”; ბიუროკრატიულ უსამართლობას – „გადასახადების ამკრები”; ეკონომიკური კანონზომიერებების ახსნას – „ეკონომიკური ჰარმონია”. სამართლებრივი თეორიის საფუძვლებს – „კანონი”. სახელმწიფოს თეორიის საფუძვლებს – „სახელმწიფო” და ა.შ. მან მოახერხა, რომ საკუთარი შრომები ერთი მთლიანი კონცეფციის შემადგენელ ნაწილებად ექცია: ბასტიას პოლიტეკონომია კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობას ეფუძნება.
    Source: ბასტია, კლოდ ფრედერიკ კანონი; ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს: დაწერილია 1849 და 1850 წლებში-ეხება დღევანდელობას / კლოდ ფრედერიკ ბასტია (1801-1850); [ფრანგ. თარგმნა თეონა ოძელაშვილმა; მთ. რედ., ბიოგრ. ცნობების და გარეკანის დიზაინის ავტ. პაატა შეშელიძე (წინასიტყვ. ავტ.)]. - თბ.: [ახალი ეკონომიკრი სკოლა-საქართველო: წიგნის სახელოსნო], 2007. - 98 გვ.; 20 სმ. - ISBN: 978-9941-0-0204-5 : [ფ. ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9