1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჯა ჯგ ჯე ჯვ ჯი ჯო ჯს
ჯობ ჯორ

ჯორჯი ჰენრი (1839-1897)

ამერიკელი ეკონომისტი, ჟურნალისტი და რეფორმატორი პოლიტიკოსი, ჰენრი ჯორჯი, ყველაზე მეტად ცნობილია მისი დაჟინებული მაგრამ ამაო მოთხოვნიტ დაწესებულიყო მხოლოდ ერთი, მიწის გადასახადი და მხოლოდ ამ გზით დაფინანსებულიყო მთავრობის საქმიანობა. მან ეს იდეა 1871 წელს გამოქვეყნებულ პამფლეტში „ჩვენი მიწა და მიწათმოწყობის პოლიტიკა“ გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ახალი იდეა და უკვე გაჟღერებული ჰქონდათ დავიდ რიკარდოს, ჯეიმს და ჯონ სტიუარტ მილებს, მას დიდი გამოხმაურება მოყვა. ჯორჯის პოპულარულობა უაღრესად გაიზარდა, მას შემდეგ რაც მან 1879 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „პროგრესი და სიღარიბე“ და მას სულ მცირე დააკლდა, რომ ნიუ-იორკის მერად არჩეულიყო გაერთიანებულ მშრომელთა პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის სათანადოდ აფასებდა თავისუფლების მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარებისათვის, მან ვერ გაანალიზა, რომ პიროვნული თავისუფლება ნაწარმოების საშუალებებზე და კონკრეტულად, მიწაზე კერზო საკუთრების გარეშე შეუძლებელია. მან ვერც ღია საბაზო ეკონომიკის როლი დაინახა, სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში და შესაძლებლად მიიჩნევდა, სახელისუფლებო ჩარევას „სამართლიანი თანასწორობის“ დასამყარებლად. შესაბამისად, ის აკრიტიკებდა მიწაზე კერძო საკუთრებას და მიიჩნევდა, რომ სიღარიბე შეურამყოფელი იყო იუდაველურ-ქრისტიანული ცივილიზაციისათვის. სწორედ ამ იდეებითაა განმსჭვალული „ოდა თავისუფლებას“, რომელიც მან პირველად 1877 წლის, 4 იანვარს, სან ფრანცისკოში გამოსვლის დროს წაიკითხა. შემდგომში აღნიშნული ნაწარმოები შეტანილ იქნა მისი ნაშრომის „პროგრესი და სიღარიბე“ ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით - „მთავარი სიმართლე“. მისი გვიანდელი შრომებია: „პროტექცია და თავისუფალი ვაჭრობა“, 1886, „ღია წერილი პაპს“, 1891, „პოლიტიკური ეკონომიკის საგანი“ 1897.
Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9