1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლასიკური ლიბერალიზმი

  1. ლეველინ როქველის აზრით, „ისეთ საზოგადოებას აღნიშნავს, სადაც ჩემი ოცნება რეალობაა. სადაც ჩვენ, პრეზიდენტის სახელის ხსენება სულაც არ გვესაჭიროება. სადაც არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი არაა, რადგან საზოგადოება კანონების და არა ადამიანების მიერ იმართება. როდესაც ჩვენ არ გვეშინია ჩვენი მთავრობის, რადგან მას ჩვენგან, არც არაფერი მიაქვს, და არც - მოაქვს. არამედ ის გვანებებს, რომ ჩვენი ცხოვრება, საზოგადოებრივი ყოფა და მომავალი, თავადვე განვსაზღვროთ. ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაზე და საზოგადოებაზე ასეთი წარმოდგენა ისევე დაინგრა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არა მხოლოდ დიდი ზალაუფლების მქონე პირია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ დაწესებულებების რაოდენობასა და მათში დასაქმებულთა რიცხვს, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს, არამედ მთელ დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ადამიანიც.
    Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
  2. ტრადიცია ლიბერალიზმში, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გააფართოვოს შეუზღუდავი ინდივიდუალური ქმედების არეალი, რაც, როგორც წესი, ხორციელდება მინიმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებითა და საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობით.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9