1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მია მიგ მიე მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მიო მის მიუ მიშ მიწ მიჰ

მილი ჯონ სტიუარტ (1806-1873)

  1. E. John Stuart Mill
    ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865-1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ - ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ. თუმცა, ჯონ სტიუარტ მილი არ მოექცა არც მათი გავლენის და არც მათი სახელების ჩრდილ ქვეშ. მან, საკუთარი შეხედულებების სრულყოფის მიზნით სხვა პოლიტკური და ეკონომიკური მოძღვრებებიც შეისწავლა, რის შედეგადაც 1843 წელს გამოსცა ნაშრომი ,,ლოგიკის სისტემა.“ 1848 წელს ამას მოჰყვა ნაშრომი ,,პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები.“ რომლითაც მან უტილიტარიზმს ჰუმანიტარული ელფერი შესძინა, ხოლო მას - სახელი და პატივისცემა მოუხვეჭა. უტილიტარიზმის თემას ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, როცა 1861 წელს ამავე სახელწოდების ნაშრომი გამოაქვეყნა. ჯონ სტიუარტ მილი აგრეთვე ცნობილია, როგორც 19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პუბლიცისტი, რომელიც ინტერესს ლოგიკისა და ეთიკური თეორიისადმი იჩენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია ნარკვევი ,,თავისუფლების შესახებ“ (1859), რომლის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, რადგან ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სახალხო ხელისუფლების ტირანიაში გადაზრდის საფრთხე და ილაშქრებდა გაბატონებული აზრის ტირანიის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ მისი სხვა ნაშრომები უფრო სამართლიანი განაწილებისა და სხვა სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული, რამაც გარკვეული ნიადაგი შეუქმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით დაახლოებას სოციალისტებთან და ლიბერალური სოციალიზმის იდეების ჩამოყალიბებას.
    Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
  2. ქალთა უფლებების აქტიური დამცველი ჯ. ს. მილი ამტკიცებდა, რომ განათლებულ, ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველას, მათ შორის უმცირესობის, ინტერესების დაცვა, რათა მთავრობა ზემოქმედებისა და ძალდატანების ინსტრუმენტად არ გადაიქცეს იმათ ხელში, ვინც საზოგადოებაში უმრავლესობას წარმოადგენს. მილი მიიჩნევდა, რომ იძულება საზოგადოებისათვის დასაშვებია მხოლოდ ინდივიდის მავნე მოქმედებათა თავიდან ასაცილებლად. იძულება დაუშვებელია თვით ინდივიდის კეთილდღეობის მოტივითაც. ინდივიდს უნდა მიეცეს „მოქმედების სრული თავისუფლება“; ინდივიდუალური განვითარება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანს აქვს თავისუფლება, აირჩიოს ცხოვრების ის წესი, რომელსაც უკეთესად თვლის. აქედან გამომდინარეობს აზროვნების, საქმიანობის არჩევის თავისუფლება. მილი თავისუფალი კონკურენციის მომხრე და სამრეწველო საქმიანობაში მთავრობის ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგი იყო.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  3. მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი და მოაზროვნე იყო, რომლმაც თანამოაზრეებთან ერთად განავითარა უტილიტარიანული ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც ადამიანმა ყველაფერი უნდა შეაფასოს ინდივიდუალური ბედნიერების მოტანის შესაძლებლობის კუთხით ოღონდ ისე, რომ არ დააზარალოს სხვანი. ადამიანები უნდა ილტვოდნენ ბედნიერებისკენ და აირიდონ, ან შეიმსუბუქონ უბედურება. ვინაიდან ადამიანებს შესწევთ აზროვნების უნარი, ისინი მხოლოდ ხორცეული სიამოვნებით ვერ კმაყოფილდებიან და გონებრივი პროცესებიდან მიღებული სიამოვნებისკენაც ილტვიან.
    Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.] [MFN: 29997]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9