1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თანასწორუფლებიანობა

  1. უპირველეს ყოვლისა, ასაკობრივ, რასობრივ, სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმინაციის უარყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, თანასწორუფლებიანობა გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. თანასოწრუფლებიანობა იდეა ვერ იქნება გაგებული სწორად და ბევრი გაუგებრობის წინაპირობად იქცევა, თუ მოწყვეტილი იქნება სამართლიანობის გაგებას. სამართლიანიაბში წარმომიდგენია შედეგების შესაბამისობა შრომასა და თავდადებასთან, რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია, მას არც სხვისი შურს და არც ის ენანება, ნებაყოფლობით გაუზიაროს სხვებს თავისი ბედნიერება და აქტიურად, საქმით იქნება თუ სახსრებით, გამოხატოს ადამიანური თანაგრძნობა და მოყვასის სიყვარული.
    Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი). შინაარსი: კლოდ ფრედერიკ ბასტია/ადამ სმითის სიბრძნე; ჯონ სტიუარტ მილი/თავისუფლების შესახებ; ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი / თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში; ჰენრი ჯორჯი / ოდა თავისუფლებას; ვილჰელმ რიოპკე / ლიბერალიზმის კულტურული იდეალი; ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი / თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ; ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი / ლიბერალიზმი; ლეველ როქველი / ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი; პაატა შეშელიძე / წინ - თავისუფლებისაკენ!.
  2. ყველა მოქალაქეს, განურჩევლად კანის ფერისა, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა მრწამსისა, სქესისა, ასაკისა, საცხოვრებელი ადგილისა, ენისა და სხვა ნიშნებისა, გააჩნია თანაბარი უფლებები. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9