1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ

არეგულირებს მოსახლეობის მიერ იარაღის შეძენის უფლებას. კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქესა ან სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, შეიძინოს გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღი ტარების უფლებით. ამასთან, ზემოთჩამოთვლილი იარაღების შეძენა დასაშვებია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, თანაც ნებართვის გაცემიდან მხოლოდ 3 თვის ვადაში. შეძენიდან ათი დღის მანძილზე კერძო პირი ვალდებულია, იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარეგისტრიროს. იარაღის ფლობაზე ნებართვა არ გაიცემა 18 წლამდე ახალგაზრდებზე, ფსიქიურად არასრულყოფილ, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების, ნარკოტიკებისა და სასმელისადმი მიდრეკილების მქონე და ნასამართლევ, ანდა ძებნაში მყოფ პირებზე და სხვ.
Source: მსუბუქი და მცირეკალიბრიანი შეიარაღების გავრცელება ქვემო ქართლში / ვითარების ანალიზი და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისათვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,–თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9