1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰეროინი

ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: - ინექციით; - მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; - ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: - გუგების შევიწროვება; - სხეულის ტემპერატურის დაკლება; - მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება: - მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; - რეაგირების უნარის დაკარგვა; - უემოციობა; - სრული მოდუნება;
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9