1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კორ კოს კოშ კოჰ

კოკაინი

აწარმოებენ ,,Erythroxylum Coca“ მცენარის ფოთლებისაგან. მცენარის გადამუშავების შედეგად მიიღება თეთრი კრისტალური ფხვნილი. კოკაინის ჟარგონული დასახელებები: კოკსი, ფხვნილი, შაქარი, თეთრი. კოკაინის მოხმარება ხდება: - შესუნთქვით (,,სნიფი“); - ინტრავენური ინექციით; - მოწევით (,,კრეკი“). კოკაინის ზემოქმედება: ამფეტამინის მსგავსად კოკაინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: - გუგების გაფართოება; - სხეულის ტემპერატურის ზრდა; - სისხლის წნევის აწევა და მაჯისცემის მომატება; - ყბის მოძრაობა. კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი: - გრძნობს ენერგიის მოჭარბებას; - საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად; - არ გრძნობს შიმშილს. კოკაინისა და ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს: - განდიდების მანიას; - დაუფიქრებელ მოქმედებებს; - მძაფრ და არაადექვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9