1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანაფი

მიიღება მცენარე Cannabis Sativa-სგან. იგი წარმოდგენილია გამხმარი ბალახის ან დაპრესილი აგურის სახით, რომელსაც ჰაშიშს უწოდებენ. იგი იწვევს გონებრივ დაქვეითებას და შეიძლბა ჰქონდეს დეპრესანტული ზემოქმედებაც. კანაფის ჟარგონული დასახელებები: მარიხუანა, ბალახი, ანაშა, პლანი, ჰაში. კანაფის მოხმარება ხდება ორალური გზით (მოწევით, დალევით ან ჭამით). კანაფი იწვევს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - შვება ტკივილის ან სტრესის დროს; - წნევის აწევა და მაჯისცემის აჩქარება; - ავადმყოფური ან პარანოიდული მდგომარეობა; - თვალების ჩაწითლება; კანაფი იწვევს შემდეგი სახის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას: - მსუბუქი ჰალუცინაციები; - მოთენთილობა; - მოდუნება.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9