1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანტიპოლიტიკა

პოლიტიკური რომანტიზმის უფრო პასიური ფორმა, „ანტიპოლიტიკა“, ანუ პოლიტიკის უარყოფა, როგორც წესიერი ადამიანისთვის მიუღებელი, „ბინძური“ საქმიანობისა. თვით ეს ტერმინი უნგრელ დისიდენტს დიერდ კონრადს ეკუთვნის (ამავე სათაურის მქონე 1969 წელს გამოსულ მის წიგნში), ხოლო ანტიპოლიტიკური განწყობილების ყველაზე ტიპურ გამომხატველად მიჩნეულია აღმოსავლეთ-ევროპული დისიდენტური კულტურა. მისი ბუნებრივი ნიადაგია კომუნისტური წყობის რეალობა, სადაც საჯარო ცხოვრება მთლიანად ტყუილის და ამორალობის სფეროდ ქცეულიყო, მაგრამ ანტიპოლიტიკურმა დისიდენტურმა კულტურამ ეს განწყობა საზოგადოდ პოლიტიკაზე გაავრცელა (იგივე კონრადი ერთ სიბრტყეზე განიხილავდა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების პოლიტიკას). პოლიტიკის, როგორც ნეგატიური საწყისის, ანტიპოდად ამ კულტურამ დასახა „სამოქალაქო საზოგადოება“. ზოგი ავტორი - გასპარ მიკლოშ ტამაში, ჩარლზ ფერბენქსი - ანტიპოლიტიკის მეორე ძირითად გამოვლინებად თვლიან დასავლური ელიტის იმ ტენდენციებს, რაც 1968 წლის საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე აღმოცენდა.
Source: პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი?: უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში / მშვიდობის, დემოკრატ. და განვით. კავკას. ინ-ტი; [რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9