პარტიები კარდაკარ კამპანიას ამომრჩევლებზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებად აღიქვამენ. მათი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პარტიებს შორის ამ კამპანიის პოპულარიზაციასა და ტექნოლოგიის განვითარებაში. კარდაკარ კამპანიის (ისევე როგორც ამომრჩევლებთან შეხვედრების) დროს ისინი ბუკლეტებს და სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაბეჭდილ გაზეთებსაც ავრცელებენ.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.] : CIPDD, 2006