1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სატელევიზიო კამპანიები

მედიის წამყვან როლზე ზემოთ უკვე იყო საუბარი. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ მას-მედიასთან ურთიერთობაში ჩვეულებრივ გამოყენებულ მეთოდებს სატელევიზიო რეკლამების გაშვება ემატება. პარტიების ცენტრალური ოფისები პასუხისმგებელნი არიან მსგავსი რეკლამების დამზადებასა და ტელეკომპანიების ეთერში გაშვებაზე. ცხადია, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ყველაზე „შეძლებული“ პარტიები ახერხებენ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს უფასო სატელევიზიო ეთერი ეძლევათ, რომლის გამოყენება რეკლამისთვის შეუძლიათ, ის საკმარისად არ ითვლება და საარჩევნო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სატელევიზიო რეკლამებში იხარჯება.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9