1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკოსთა მოზიდვა, მომზადება, არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობებზე დანიშვნა

პარტიაში გაწევრიანება და მის საქმიანობაში აქტიური ჩართვა შემდგომში პოლიტიკური (არაბიუროკრატიული) თანამდებობის მოპოვების ძირითადი გზაა „ის, რომ საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნების უმრავლესობაში თითქმის ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარდგენილი, პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად უნდა იყოს განხილული.“ პარტიები არა მხოლოდ იზიდავენ მომავალ სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ მათ მომზადებაშიც იღებენ მონაწილეობას. გარკვეული თანამდებობის მიღებამდე პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი პარტიული კარიერის გრძელ გზას გადის, რომლის დროსაც ის პოლიტიკაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პარტიული იდეოლოგიის საფუძვლებს ეუფლება. დემოკრატიული არჩევნები პარტიებსა და პარტიების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. პარტიების არსებობა მოქალაქეებს პოლიტიკოსთა სხვადასხვა გუნდსა და პოლიტიკურ მიმართულებას შორის არჩევანის გაკეთებას უადვილებს. პარტიები არჩევნების მთავარ მონაწილეებად გამოდიან მაშინაც, როცა არჩევანი ცალკეულ კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს (მაჟორიტარული ან საპრეზიდენტო არჩევნები). არჩევნებში მონაწილეობა და, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა პარტიების შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია იყოს. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში პარტიების გაჩენა და მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებაც, ძირითადად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემოღებას უკავშირდება. არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში პარტიების მთელ რიგ თანამდებობებზე საკუთარ წევრებს ან მხარდამჭერებს ნიშნავენ. ეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდიანაციას და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მთავრობის მხარადაჭერას უზრუნველყოფს. საერთო პარტიული იდენტიფიკაცია და პარტიული დისციპლინა ხელს უწყობს მთავრობაში წარმოდგენილი პარტიის წევრებს შორის კოორდინაციასაც. პარტიების არსებობა მოქალაქეებს სხვადასხვა იდეასა და პოლიტიკოსს შორის არჩევანის გაკეთებას უადვილებს. პარტიები თავ-თავისი პროგრამებით ამომრჩევლებს საშუალებას აძლევენ გადაწყვიტონ, რომელ მათგანს დაუჭირონ მხარი. ერთხელ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება შემდგომში მოქალაქეებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო პოზიციის დაკავებაშიც ეხმრება. პარტიების მეშვეობით დემოკრატიული მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი პირობები სრულდება, როგორიცაა მოქალაქეების მონაწილეობა მმართველების არჩევასა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განხილვაში
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9