1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკური სოციალიზაცია

პარტიები საზოგადოებაში მომხრეთა გარკვეულ ჯგუფებს იკრებენ. როცა ისინი ქვეყნის პოლიტიკურ წყობაში დაფიქსირებულ თამაშის წესებს იცავენ, ამით მოქალაქეების მთლიანად პოლიტიკური წყობის მიმართ ლოიალობის გამომუშავებას უწყობენ ხელს. საზოგადოებაში ამა თუ იმ პარტიის მომხრეთა მდგრადი ჯგუფების არსებობა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს. დიდი ხნის განმავლობაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ერთგულება მოქალაქის რაიმე პოპულისტური ლიდერისა ან ექსტრემისტული ძალის მხარეზე გადასვლის შესაძლებლობასაც ამცირებს. ამომრჩევლებს შორის სტაბილური მიდრეკილებების არსებობა არჩევნების შედგებსაც მეტ-ნაკლებად წინასწარმეტყველებადს ხდის. რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მოქალაქისთვის მნიშნვნელოვანი სტიმულია საიმისოდ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს როგორც არჩევნებში, ისე საარჩევნო კამპანიაში. იმას, რომ საზოგადოების წევრებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ერთგულება გამოუმუშავდეთ, გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაა, რომ ახლად წარმოქმნილ დემოკრატიებში მოქალაქეები უფრო ხშირად იცვლიან დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიის მიმართ, ვიდრე ეს დასავლურ დემოკრატიებში ხდება. პარტიების არსებობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებმა უკმაყოფილება ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტებიდან (სახელმწიფო, ხელისუფლების სხვადასხვა შტო) მმართველ პარტიაზე გადაიტანოს. ასეთ შემთხვევაში მთავრობაში პარტიების მონაცვლეობა არ ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9