1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეთი ეთნ

ეთნოცენტრიზმი

  1. ნეგატიური დამოკიდებულებაა სხვა კულტურისადმი და საკუთარი უპირატესობის მძაფრ გრძნობას ეფუძნება. ხშირად ის საკუთარი კულტურის თავზე მოხვევაში და სხვა კულტურის დაკნინებაში ვლინდება.
    Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური] - თბ., 2002
  2. ნაციონალისტური ხედვა, როცა იდენტიფიცირება ხდება არა ქვეყნის მოქალაქეობის, არამედ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით (მაგ., რუსი გენერალი ბაგრატიონი ან სერგო ორჯონიკიძე მიიჩნევა ქართველად, ხოლო ის სომეხი, აზერბაიჯანელი ან სხვა ერის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, მაინც უცხოელად არის მონათლული).
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები/ შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  3. კულტურული რასიზმი. მის წარმომადგენლებს სწამთ, რომ ზოგიერთი კულტურა, ჩვეულებრივ, მათი საკუთარი, ყველაზე უკეთესია ან რომ სხვა კულტურები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ისტორიები ახლოს ვერ მივლენ მათ კულტურასთან.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9