1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქველმოქმედო ორგანიზაცია

იმისათვის, რომ ორგანიზაცია ჩაითვალოს საქველმოქმედოდ, აუცილებელია მას ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. ამგვარი სტატუსი კი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილ წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო, ხოლო ჩამოართმევს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამასთან, თავისი სტატუსის შესანარჩუნებლად, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ყოველ წელს უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, ფინანსური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნა მისი ფინანსური საქმიანობის შესახებ. საგადასახადო კოდექსით, ორგანიზაციას საქველმოქმედო სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან დაარღვია კოდექსის მოთხოვნები ან შეუწყდა სამოქალაქო რეგისტრაცია. სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოთხოვნების დარღვევასთან. გამჭვირვალობის მიზნით ფინანსთა სამინისტროში იქმნება საქველმოქმედო ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი; მასში შეტანილი მონაცემებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრასთან ერთად, ახალმა საგადასახადო კოდექსმა დააწესა შეღავათები ქველმოქმედთათვის, ანუ ბიზნესისთვის, რომელიც გადაწყვეტს თავიანთი შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმაროს. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციები განთავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადისაგან. საწარმოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შეწირულობის თანხა გაიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 8 პროცენტისა.
Source: ნოდია გია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები: სტრატეგიის განაცხადი / გია ნოდია; მშვიდ., დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ., 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9