1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესია

  1. ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი. ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე, ეკლესია გულისხმობს მორწმუნეთა და (და მხოლოდ მორწმუნეთა) კრებულს, საზოგადოებას, გაერთიანებას. ჩვენ სწორედ მეორე შინაარსი გვაინტერესებს. ეკლესიის წევრები არიან როგორც მართალი, ისე ცოდვილი მორწმუნეები. მაშასადამე, ეკლესია ფაქტობრივად და რეალურად შესაბამისი ქვეყნისა და საზოგადოების ყველა უბანს მოიცავს. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საზოგადოების ფართო ფენებთან და მის წიაღში მოქმედებს. ეკლესიის არსებითი ნიშანი არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოს კულტურასთან და ტრადიციებთან. მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად რა სტატუსი ექნება მას მინიჭებული. ეკლესია, როგორც წესი, ამა თუ იმ მხარის, ერისა თუ ეთნოსის ძირითადი სარწმუნოებრივი გაერთიანებაა.

  2. ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,კრებულს”, ,,საზოგადოებას’’, ,,ერს” (არა ნაციის გაგებით). მაშასადამე, ყოფითი აზრით, ეკლესიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. არის მორწმუნეთა საზოგადოება და 2. სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან. თეოლოგიური თვალთახედვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი: ზეციური და ამქვეყნიური ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა. ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს. აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზემოესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას. ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  3. მოწოდებულთა კრებული
    Source: დიუმულენი, პიერ. იოანეს სახარება; გამოცხადება; ეპისტოლეები: კომენტარი/პიერ დიუმულენი; [თარგმნა ფრანგ. რუსუდან ავალიშვილმა; რედ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი]. - თბ.: თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი, 2008. - 255გვ.; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-0288-5 : [ფ.ა.][MFN: 132319]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9