1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ენა ენდ ენვ ენი ენო ენტ ენც

ენტონი სუზან ბ.

1820 წელს დაიბადა. მას, როგორც კვაკერს, ბევრად მეტი უპირატესობა გააჩნდა, რადგანაც კვაკერებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის ძლიერი ტრადიცია ჰქონდათ. მამამისი ძალზედ ეხმარებოდა თავის ქალიშვილებს და ცდილობდა მათთვის საუკეთესო განათლება მიეცა. ის მათ საკუთარი თავის რწმენას უნერგავდა და დამოუკიდებლობას აჩვევდა. სუზანმა მალე სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ის პატიოსან და წესიერ ადამიანად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ოდნავ შეუწყნარებელი და ზნეობრივ შეფასებებშიც ზედმეტად მკაცრი იყო, ყოველივე ამას მისი იუმორის გრძნობა და ადამიანებისადმი თანაგრძნობა აწონასწორებდა. მან გადაწყვიტა, არასდროს დაქორწინებულიყო და საკუთარი თავი რეფორმატორული მოძრაობისათვის შეეწირა. პირველი აქტიური საქმიანობა მან ალკოჰოლის საწინააღმდეგო ორგანიზაცია „სიფხიზლის ქალიშვილებში” დაიწყო. 1840 წლისათვის მამამისიც მგზნებარე აბოლიციონისტი გახდა.
Source: სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები//.თავისუფლება N8(20), - თავის. ინ-ტი. თბ., -2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9