1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

1997 წლის შემდეგ ხელახლა მიიღო საქართველს პარლამენტმა 2004 წლის 24 ივნისს, კანონი რომელიც ითვალისწინებს მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას ისეთი ლიბერალური ფასეულობისათვის, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება: ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები; ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას; ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას; თ) ქველმოქმედების უფლებას; ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას; კ) თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.
Source: კოტეტიშვილი ირ. კომენტარები საქართველოს კანონზე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“//თავისუფლება 10 (34) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9