1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბერგერი პიტერ ლუდვიგ

ამერიკელი სოციოლოგი, ბოსტონის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის, სოციოლოგიისა და თეოლოგიის პროფესორი. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია და ითვლება ცოდნის ფენომენოლოგიური სოციოლოგიის დამაარსებლად. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „რეალობის სოციალური კონსტრუირება“ (თომას ლუკმანთან ერთად, 1966), „წმინდა კრეტსაბმელი“ (1967), „ხმები ანგელოზების შესახებ“ (1969), „უსახლკარო ცნობიერება“ (1973), „მსხვერპლთა პირამიდები“ (1975), „სახით თანამედროვეობისაკენ“ (1977), „კაპიტალისტური რევოლუცია“ (1986), „განვითარების აღმოსავლურ-აზიური მოდელის ძიებაში“ (1988), „მხსნელი სიცილი“ (1977). თავის ნაშრომებში ბერგმანი გადმოსცემს საზოგადოების სეკულარიზაციის ისტორიას, იკვლევს თანამედროვე მსოფლიოში რელიგიის როლსა და მნიშვნელობას. სტატია „McJesus, Incorporated“ რომლის თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს, გაზეთის „Süddeutsche Zeitung“ საკვირაო დამატებაში („Süddeutsche Zeitung am Wochenende“) 1999 წლის 6-7 მარტს გამოქვეყნდა.
Source: პიტერ ლუდვიგ ბერგერი. ეკლესია, როგორც მეწარმე//. თავისუფლება 10 (34) - თავის. ინ-ტი. თბ., 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9