1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტენტონი ელიზაბეტ ქეიდი

სტენტონს ქალთა უფლებებისათვის მოძრაობის დამფუძნებელსა და ფილოსოფოსს უწოდებენ. მრავალი წლის განმავლობაში ის მოძრაობის მთავარი სპიკერი იყო. მისი შემწეობით არაერთი ამოცანის დასახვა მოხერხდა. ელიზაბეტი 1815 წელს, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთში დაიბადა. მამამისი, მოსამართლე დენიელ ქეიდი, ცნობილი იურისტი და ნიუ-იორკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახლდათ. ელიზაბეტი ხუთი ქალიშვილიდან მეოთხე იყო, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მამა ხელს უწყობდა ელიზაბეტს სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების გამომუშავების მხრივ. იმ დროისათვის მან ბევრად უკეთესი განათლება მიიღო, ვიდრე ეს მიღებული იყო. მამა ასწავლიდა მას, თუ როგორ შეიძლებოდა კანონების შეცვლა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ სურდა, თავისი ქალიშვილი ასეთ „არაქალურ“ საქმიანობაში ჩართული ეხილა. ელიზაბეტი ეჭვის თვალით უყურებდა იმ მქადაგებლებს, რომლებიც „ქალისათვის ადგილის მისაჩენად“ ბიბლიურ გამონათქვამებს იშველიებდნენ. საკუთარ თავზე ის ამბობდა: „ჩემმა რელიგიურმა ცრურწმენებმა ადგილი მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობილ რაციონალურ იდეებს დაუთმო და ... როცა ყველაფერს ახალი თვალსაწიერიდან შევხედე, უფრო და უფრო ბედნიერად ვიგრძენი თავი.” 1839 წელს ის ჰარი სტენტონს შეხვდა, მამაკაცს, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ მონობის საწინააღმდეგო მოძრაობაში. ძალიან მცირე დროში მან ელიზაბეტს ცოლობა სთხოვა და ელიზაბეტმაც მიიღო ეს წინადადება. ყველა ამქორწინების წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით კი ელიზაბეტის მამა, რომლისთვისაც მიუღებელნი იყვნენ აბოლიციონისტები, ამასთანავე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ სტანტონი მისი ქალიშვილის შენახვას შესძლებდა. ასეთი ზეწოლის გამო ელიზაბეტმა ნიშნობა ჩაშალა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ დამოუკიდებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილებები და საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა. ისინი დაქორწინდნენ. ორთავეს ესმოდა, რომ ეს იყო თანასწორთა ქორწინება, სიტყვა ,,მორჩილება” საქორწინო ცერემონიალზე არავის უხსენებია. ელიზაბეტმა ქალიშვილობის გვარიცშეინარჩუნა და ელიზაბეტ ქეიდი სტენტონი გახდა.
Source: სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები//თავისუფლება N8(20), - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9