1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სხდ სხე სხვ

სხვის მოლოდინი

შემთხვევის ინტერპრეტაცია, რომელიც სიმულაციური გარემოს და პროცესების გამო, მიუხედავად ალოგიკურობისა და არაბუნებრიობისა, მაინც ძალაშია, ისევე, როგორც ჩვეულებრივი, „ბუნებრივი“ ინტერპრეტაცია. ამის ერთადერთი საფუძველი ძალაუფლების მიერ სიმულაციით შექმნილი გარემოა. მოკლედ, სხვის მოლოდინი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფრაზის, აზრის, განცხადების, ტექსტის, მოქმედების, მითითების ცხადი, თავისთავადნაგულისხმევი შინაარსი ითვლება მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლებლობად. სხვის მოლოდინი აღძრავს სხვა საფუძვლის და ფარული მიზეზის პანიკური სისწრაფით ძებნის დასაწყისს. ეს საფუძველი და მიზეზი კი, სხვის მოლოდინის გამო, აპრიორულად საწინააღმდეგო ან სხვა უნდა იყოს, ვიდრე ამ აქტივობების მიერ აშკარად და გამჭვირვალედ მითითებული შედეგი.
Source: თევზაძე გიგი. საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები / [რედ.: ლევან ბრეგაძე] - [I-ლი გამოც.] - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9