1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საგადასახადო ამნისტია

წარმოადგენს საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფისკალურ მექანიზმს. საგადასახადო ამნისტიის პირველადი დანიშნულებაა გადასახადების ამოღების სწრაფი გაუმჯობესება. ამან შესაძლოა, ან გაამართლოს, ან არა, რადგან გადასახადების გადამხდელებს შეექმნებათ ილუზია მომავალი საგადასახადო ამნისტიების შესახებ, რაც მათი პასუხისმგებლობის ხარისხს შეამცირებს. საგადასახადო ამნისტიების ძირითადი მიზანია მთავრობის შემოსავლების გაზრდა. იგი სთავაზობს ურჩ გადამხდელებს შესაძლებლობას, ბიუჯეტში დააბრუნონ დამალული გადასახადები იმ პირობით, რომ მათ არ დაეკისრებათ სანქციები და ჯარიმები. ამასთან ერთად, ამნისტიას განიხილავენ არა როგორც ერთჯერადი შემოსავლების აკუმულირების შესაძლებლობას, არამედ მექანიზმს, რათა ურჩი გადამხდელები მომავალში პატიოსნად მოიქცნენ და აღარ გააგრძელონ წარსული დაუმორჩილებლობა. უფლებამოსილება: საგადასახადო ამნისტიამ უნდა განსაზღვროს, ვინ არიან ამნისტიის სუბიექტები, ანუ ვისზე ვრცელდება ამნისტია. როგორც წესი, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ამნისტიის სუბიექტია გადასახადის ნებისმიერი გადამხდელი, რომლის დაფარული დავალიანების შესახებ ფისკალურმა სამსახურებმა არც კი უწყიან. ამ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც საგადასახადო აღრიცხვაზე დგანან და ისინიც, ვინც თავს არიდებენ აღრიცხვას. გადასახადების გადამხდელების მიმართ, ვის წინააღმდეგაც ამნისტიის პერიოდში გამოძიება მიმდინარეობს („ურჩი გადამხდელები“), დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი ამნისტია იმ პირებზეც ვრცელდება, რომელთა შემოსავლების დაფარვის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არსებობს. როგორც წესი, როგორც მუდმივი, ისე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მქონე მოქალაქეები, უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ამნისტიის პროგრამაში. იგივეს თქმა შეიძლება ბიზნეს კორპორაციებზეც. დაფარვის არე: ამნისტიამ უნდა დააკონკრეტოს, თუ რა სახის გადასახადებზე ვრცელდება იგი. ბევრი ამნისტია ეხება მხოლოდ ერთი ტიპის გადასახადს, მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი, სესხის გადასახადი, ან საკუთრების გადასახადი. გადასახადის სახესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად ზღუდავს ამნისტიის მონაწილე გადასახადის გადამხდელის ტიპს. მიზანი: „ამნისტია“ ნიშნავს „პატიებას“. მან უნდა განსაზღვროს გადაუხდელი გადასახადების ოდენობა, ინტერესი, და ის სანქციები, რომელთა გამოყენებასაც არ აპირებენ ფისკალური სამსახურები. თითქმის უნივერსალური გამოცდილებაა, რომ ამნისტიები ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ სამოქალაქო ან/და სისხლის სამართლებრივ სანქციებს გადასახადების გადაუხდელობის გამო. თუმცა, როგორც გადაუხდელ გადასახადებთან, ისე მათ ინტერესებთან დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი. თითქმის ყველა ამნისტია ინდივიდის ან ფირმისაგან მოითხოვს ყველა წინა გადასახადის გადახდას; თუმცა, ზოგიერთი ამნისტია უფლებას იძლევა, გადაუხდელ გადასახადებზე გავრცელდეს ის ფორმულა, რომელიც ამნისტიის დროს მოქმედებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ინდოეთში გამოცხადებული ამნისტიის დროს ინდივიდებს მოსთხოვეს, დაეფარათ დამალული საშემოსავლო გადასახადის მაქსიმუმ 30%, რადგან 1997 წლის თებერვალში მოხდა გადასახადების ლიბერალიზაცია. მოქმედება დროში: ამნისტია შესაძლოა, მოქმედებდეს წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში, ჩვეულებრივ ეს გრძელდება ორი თვიდან ერთ წლამდე. საინფორმაციო კამპანია, რომელიც თან ახლავს დროებით ამნისტიებს, როგორც წესი, ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გადასახადების გადამხდელებს აქვთ მხოლოდ ერთჯერადი შესაძლებლობა, განაცხადონ უწინ გადაუხდელი ყველა გადასახადის შესახებ. თუმცა, ზოგიერთ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა მრავალჯერადი ამნისტიების მოქმედება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელისუფლება წინასწარ საუბრობდა ერთჯერად ამნისტიაზე. მაგალითად, ინდოეთმა გამოაცხადა 6 ამნისტია 1970-იანი წლების ბოლოს. იგივე განმეორდა არგენტინაში, ბელგიაში და ფილიპინებშიც.
Source: პროექტი საქართველოს კანონი საგადასახადო ამნისტიის შესახებ//თავისუფლება .#2 (26) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9