1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს კონვენციები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ

1961 წლის კონვენციის 35-ე მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეთანხმებაში მონაწილე მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო დონეზე. 1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა (კერძოდ: ნარკოტიკების ტრანსპორტირება, იმპორტი და ექსპორტი) არის დანაშაულებრივი ქმედება და, შესაბამისად, დასჯადია იმ შემთხვევებში, თუ ჩადენილია განზრახ ან წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, ამ შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისინებულია თავისუფლების აღკვეთა. 1971 წლის კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო დონეზე ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 1988 წლის კონვენციის მე-3 მუხლში, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სისხლის სამართლის დანაშაულსა და მის წინააღმდეგ შესაბამის სანქციებს, მითითებულია, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა საერთაშორისო კანონდმებლობის გათვალისწინებით ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა დაადგინონ ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. 3.1.4 გაეროს კონვენციები სასჯელის ალტერნატიული ზომების შესახებ 1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის სახით უნდა იქნეს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. ამ მუხლით მნიშვნელოვნადაა გამიჯნული ნარკოტიკების მომხმარებელთა და არამომხმარებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული. ნარკოტიკების მომხმარებელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა (ქვეყნებმა) შეიძლება გაითვალისწინონ თავისუფლების აღკვეთის დამატებითი ან ალტერნატიული ზომები: - მკურნალობა; - შემეცნებითი პროგრამები; - რეაბილიტაცია; - სოციალური ინტეგრაცია.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),– ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9