1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს კონვენციები ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და შენახვის შესახებ

1961 წლის კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა აკრძალულია გარდა კანონით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (ეს შემთხვევები განისაზღვრება ადგილობრივი კანონმდებლობით). 1961 წლის კონვენციის 36.1 (ა) მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის დებულებებს, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა ითვლება დანაშაულებრივ ქმედებად იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია წინასწარი განზრახვით. და თუ აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, სასჯელის სახით გათვალისწინებულია პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ზომები. კონვენციის ამ მუხლით, ასევე, განსაზღვრულია საერთაშორისო დანაშაულის გამოძიების პროცედურა. 1988 წლის კონვენციის მე-3 მუხლში, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სისხლის სამართლის დანაშაულსა და მის წინააღმდეგ შესაბამის სანქციებს, მითითებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც უნდა გაითვალისწინონ შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებმა თავიანთ კანონმდებლობაში ზემოაღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო დანაშაულის გაცნობიერება (მაგ. თუ პიროვნება, რომალსაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს აღმოუჩენენ ათვითცნობიერებდა, რომ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას) დანაშაულებრივი ქმედების ელემენტია, რაც ყოველთვის შეიძლება დადასტურდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებით.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები: სტუდენტის სახელმძღვანელო, – ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9