(სამსახურის ფუნქციური უზრუნველყოფის) – ადმინისტრაციული ბლოკი მრავალფუნქციური სტრუქტურაა. მეტად მნიშვნელოვანია მისი თითოეული დანაყოფის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე ზუსტად განისაზღვროს რგოლების ეფექტური საქმიანობისათვის აუცილებელი და საკმარისი საკადრო რესურსები. კადრებით უზრუნველყოფის დანაყოფის ამოცანაა უშიშროების სამსახურის და უპირველესად ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების კვალიფიციური საკადრო შევსებით უზრუნველყოფა, თავის დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლო ცენტრში მათი სპეციალური მომზადება და შემდგომი გადამზადება. გარე მეთვალყურეობის დანაყოფი უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ოპერატიული რგოლების შესაბამისი მოთხოვნების კვალიფიციურ და დროულ შესრულებაზე. ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფი უზრუნველყოფს მოსამართლის ბრძანებით საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საფოსტო სისტემების მონიტორინგს. კავშირგაბმულობის დანაყოფი უზრუნველყოფს სამსახურის მასშტაბით დახურული და ღია კავშირგაბმულობის ქსელის ფუნქციონირებას, სამსახურის შიფრული კავშირით უზრუნველყოფას და კრიფტოგრაფიული სამუშაოების ორგანიზებას, ასევე სამთავრობო კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირებას. სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლი უზრუნველყოფს უშიშროების სამსახურის მიერ მომზადებული შიდანორმატიული აქტების და ბრძანებების სამართლებრივ ექსპერტიზას, შეიმუშავებს და არეგულირებს სხვა უწყებებთან სამსახურის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლებს, უზრუნველყოფს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებას. რესურსების მართვის და განაწილების დანაყოფი პასუხისმგებელია საფინანსო-სამეურნეო რესურსების ეფექტურ მომსახურებასა და მართვაზე.
Source: ბაზღაძე დავით. საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი//ახალი აზრი, # 2(16), – 2004