1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევთ ევრ ევქ

ევროპული და არაევროპული ნაციონალიზმი

ევროპული ნაციონალიზმი გაიფურჩქნა 1830-70 წლებში, ის „დიდი ერების“ პოლიტიკური ნაციონალიზმია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის იდეებზე აღმოცენდა. ნაპოლეონის ლაშქრობებმა გამოიწვია ნაციონალიზმის გამოღვიძება ევროპის სხვა ერებში, რადგან მისი კონცეფციით არასწორია რომელიმე ერი იყოს მართული უცხოელთა მიერ. ფრანგულმა იდეებმა დასაბამი მისცა ესპანურ, გერმანულ და რუსულ ნაციონალიზმს, მე-19 საუკუნის განმავლობაში სხვა ხალხებმაც აღმოაჩინეს თავიანთი ეროვნული თვითშეგნება და თავიანთი სახელმწიფოებიც მოითხოვეს (პოლონეთი). არაევროპული ნაციონალიზმი, რომელიც თარიღდება 1870-1914 წლებით, არის უფრო ვიწრო, ეთნიკური ნაციონალიზმი: ეს იყო პატარა ერების რეაქცია დამპყრობი ერების წინააღმდეგ. ევროპულმა, დემოკრატიულმა ნაციონალიზმმა საკუთარი როლი შეასრულა მსოფლიო ისტორიაში და იგი შეცვალა ეთნო-ლინგვისტურმა ნაციონალიზმმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მთელმა რიგმა ფაქტორებმა, კერძოდ, ურბანიზაციულმა პროცესებმა, მასობრივმა მიგრაციამ მსოფლიოში და ასევე ახალმა რასობრივმა თეორიებმა, გზა გაუხსნეს ახალ ეთნო-ლინგვისტურ ნაციონალიზმს, რომელიც ნაკლებად ეხმიანება მსოფლიაში მიმდინარე გლობალურ გარდაქმნებსა და ცვლილებებს.
Source: ნიკოლაიშვილი ნუცა. გლობალიზაცია და კულტურა//ახალი აზრი, #2(16), – 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9