1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტელ ტემ ტერ ტეს ტექ

ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი

მისი ამოცანაა უშიშროების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა შიდა საფრთხეებისაგან. ცენტრის ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა და კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი გზით შეცვლის არდაშვება, რაც გულისხმობს ბრძოლას სეპარატიზმის, პოლიტიკური, ნაციონალური და რელიგიური ექსტრემიზმის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ტერორიზმის თანმდევია მისი ფინანსირების მთავარი წყარო - საერთაშორისო ნარკობიზნესი, იარაღის და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სხვა მასალების უკანონო ბრუნვა. ბევრ ქვეყნაში ზემოთჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტა ერთ ორგანოშია მოქცეული.
Source: ბაზღაძე დავით.საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი//ახალი აზრი, # 2(16) , – 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9