ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებების შესაბამისად ახორციელებს ანალიტიკურ კვლევებს ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის პრობლემებზე, ქვეყნის უშიშროების საერთო მდგომარეობის ანალიზს და პროგნოზირებას, უშიშროების სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვას დამტკიცებული პრიორიტეტების და მთავარი ამოცანების შესაბამისად. ეს რგოლი ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას გეგმიური და ოპერატიული ინფორმირების და საცნობარო ინფორმაციული მომსახურების რეჟიმებში. საბჭოდან მიღებული დავალებები, ორიენტირებები, მითითებები და რეკომენდაციები მუშავდება სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის რგოლებში და ფუნქციური დაგეგმვის ჯგუფების მეშვეობით კონკრეტული დავალებების სახით დავა ოპერატიულ რგოლებამდე.
Source: ბაზღაძე დავით.საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი//ახალი აზრი, # 2(16) , – 2004