მისი ამოცანებია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო ორგანოების, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა და სხვა საფარით მოქმედი სადაზვერვო ცენტრების, რეზიდენტურების და მათი პერსონალის გამოვლენა, მათ საქმიანობაზე ოპერატიული კონტროლის დაწესება მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთის მიზნით; ● სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ნიშნებით ცალკეულ პირთა ოპერატიული შემოწმება; ● ქვეყნის გარეთ საქართველოს დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების და მათი პერსონალის კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაში დაზვერვის დეპარტამენტისათვის ხელის შეწყობა. დანაყოფის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ორგანიზებულია რეგიონალური (გეოგრაფიული) პრინციპით, რაც ჩვენი აზრით გამართლებულია, რადგან ნებისმიერი სადაზვერვო-ძირგამომთხრელი საქმიანობა მომდინარეობს კონკრეტული მოწინააღმდეგისაგან.
Source: ბაზღაძე დავით.საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი//ახალი აზრი, # 2(16) , – 2004