1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არტერიული ჰიპერტენზია

დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური წნევის მომატება (რამდენიმე ათეულით, წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან _ > 160/85 მმ Hგ). იმის და მიხედვით, თუ რამდენადაა მომატებული სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებლები, ლაპარაკობენ სხვადასხვა ხარისხის არტერიულ ჰიპერტენზიაზე. არტერიული წნევის მომატების დროს, ავადმყოფს აღენიშნება: თავის ტკივილი (უპირატესად კეფის არეში), თავბრუხვევა, უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი გულის არეში, გულის რევის შეგრძნება. სისტოლური წნევის მაღალი ციფრების დროს ხშირად ვითარდება ჰიპერტონული კრიზი, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: კანკალი, შემცივნება, თავბრუხვევა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, არითმია. მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გართულდეს ფილტვებისა და თავის ტვინის მწვავე შეშუპებით, ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9