1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიბ ფიზ ფილ ფინ ფის ფიტ ფიუ ფიფ ფიქ ფიჩ ფიც ფიხ

ფიბროადენომა

შერეული (შემაერთებელი და ეპითელური ქსოვილი) კეთილთვისებიანი სიმსივნეა. იგი უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ვითარდება ერთ ან ორივე ძუძუში. პალპაციით ისინჯება მომრგვალო ფორმის, მკვეთრი საზღვრების და გლუვი ზედაპირის მქონე სიმსივნე. ადვილად მოძრავია, არ არის დაკავშირებული ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან და კანთან და უმტკივნეულოა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში - „ხელისგულის“ სიმპტომი (კენიგის სიმპტომი) დადებითია. ფიბროადენომა ზომაში შეიძლება იყოს ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები სიმსივნეები ძალიან პატარა ან რამდენიმე სანტიმეტრის დიამეტრის. ზოგჯერ, ძალიან სწრაფად იზრდება და ძუძუს დიდი ნაწილს იკავებს, მისი შემჩნევა შესაძლებელია ვიზუალიზაციის დროსაც. ფიბროადენომები უფრო იშვიათად მალიგნიზირდება, ვიდრე მასტოპათიები.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9