ვითარდება მკვეთრად გამოხატული ჰიპერკორტიციზმის ფონზე. ემოციური სტრესი და დეპრესია იწვევს ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლების სისტემის ფუნქციის გააქტიურებას. კორტიზოლის ჰიპერსეკრეციასთან ერთად, ვლინდება მისი „პულსაციის“ გაძლიერება; დილით ჰორმონის ამპლიტუდის (დონის მატების) მკვეთრი გაზრდა და, რაც ყველაზემნიშვნელოვანია, მხოლოდ 8-დან - 16 საათამდე (დღე-ღამის სხვა მონაკვეთში კორტიზოლის სეკრეცია არ არის შეცვლილი). ამგვარად, კორტიზოლის სეკრეციის მეზორის (ჰორმონის საშუალო დღე-ღამური მაჩვენებელი) მნიშვნელოვანი მატება განპირობებულია ჰორმონის დღიური სეკრეციის გაძლიერებით, რაც ჰიპოთალამური ამენორეის (მენსტრუალური ციკლის ადრეული ფოლიკულური ფაზის განმავლობაში) განვითარების მიზეზია.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007