1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გუდ გულ გუნ გუჟ გურ

გულის უკმარისობა

გულის ძირითადი ფუნქციაა - ვენებიდან მიღებული სისხლის გადასროლა არტერიულ სისტემაში და ქსოვილების მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც გული კარგავს უნარს უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევის ის დონე, რაც აუცილებელია ორგანიზმის მეტაბოლური საჭიროებისათვის - ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა (დანართი 1) სხვადასხვა ხარისხისაა და შესაბამისად განსხვავებულია სუბიექტური და ობიექტური მონაცემები. ძირითადად, ავადმყოფს აწუხებს: ადვილად დაღლა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, არითმია. შორს წასულ შემთხვევაში აღინიშნება ხველა, იძუ-ლებითი (ჯდომითი ან დგომითი) მდებარეობა, ქვედა კიდურების შეშუპება და მუცლის მოცულობის გაზრდა თავისუფალი სითხის დაგროვების გამო.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9