1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გუდ გულ გუნ გუჟ გურ

გულის ქრონიკული იშემიური დაავადება

ვითარდება გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგად. გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიები შეიძლება იყოს შევიწროებული, დიფუზურად დაზიანებული, გაგანიერებული ან ოკლუზირებული. არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება ვლინდება გულის არეში ტკივილით, რასაც სტენოკარდია ეწოდება. სტენოკარდია შეიძლება იყოს მოსვენებითი, დაძაბვის, სტაბილური და არასტაბილური. დაავადება იწყება ძლიერი ტკივილით, სიმძიმის და წვის შეგრძნებით გულის არეში და მკერდის ძვლის უკან. ტკივილი ირადირდება საძილე არტერიების გასწვრივ, მარცხენა ზედა კიდურში ან მარცხენა ბეჭის ქვეშ. ზოგჯერ გვხვდება ატიპიური ლოკალიზაციის ტკივილი - ირადირებს ეპიგასტრალურ არეში. პაციენტთა გარკვეულ რაოდენობაში, სტენოკარდიის ექვივალენტი შეიძლება იყოს: ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, არითმია. ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 1-5 წუთი.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9