1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური უსაფრთხოება

  1. წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით.
    Source: ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, № 1 (15), – 2004,

  2. მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიან სისტემასთან. მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია. წარმოუდგენელია, ქვეყნის ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების არსებობა არაეფექტური და სუსტი ეკონომიკის პირობებში და პირიქით. ფუნქციური თვალსაზრისით ეკონომიკური უსაფრთხოება არის სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის უნარი უზრუნველყოს საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა შიდა და გარე საფრთხეების პირობებში, რესურსების ეფექტური გამოყენება და განაწილება, ასევე სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება. სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური უსაფრთხოება არის იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, სტაბილურობას და მუდმივი განახლების უნარს.
    Source: ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, №8 (14),– დეკემბერი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9