1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიე ჰილ ჰინ ჰიპ ჰირ ჰიუ ჰიჩ

ჰიპერკინეზები

ანუ უნებლიე, ნაძალადევი მოძრაობები, რომლებსაც არავითარი ფუნქციური დანიშნულება არ გააჩნია - შეიძლება გამოწვეული იყოს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის როგორც დაზიანებით, ისე გაღიზიანებით; ამ კატეგორიის ავადმყოფების გამოკვლევა, გარდა ეპილეფსიური კრუნჩხვების შემთხვევებისა, შესაძლებელია ამბულატორულ პირობებში. პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით, ჰიპერკინეზები შემდეგი სახით არის წარმოდგენილი: • თავის ტვინის და ქერქქვეშა წარმონაქმნების გაღიზიანება (ეპილეფსიური კრუნჩხვები); • ქერქქვეშა ბირთვების პათოლოგია (ქორეა, ათეტოზი, ტორსიული დისტონია, ჰემიბალიზმი, პარკინსონული კანკალი და სხვ.); • ტვინის ღეროს დაზიანება და გაღიზიანება (ორგანული ტრემორის სხვადასხვა სახე, მიოკლონია, ნისტაგმი, ტორტიკოლიზი და სხვ.); • ნათხემის პათოლოგია (ინტენციური კანკალი და ნისტაგმი); • ზურგის ტვინის პათოლოგია (ფიბრილაციები და ფასციკულაციები).
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9