1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტრადუქტული პაპილომა

(ლუტენდე მამმაე, მინცის დაავადება) - კეთილთვისებიანი, ეპითელურქსოვილოვანი პაპილარული წარმონაქმნია, რომელიც ძუძუს მსხვილ სადინრებში ვითარდება. იგი ითვლება ობლიგატურ კიბოსწინა დაავადებად. ხშირად, პაპილომატოზური წარმონაქმნი ზედაპირულად ვითარდება, ამიტომ ძუძუს მსუბუქი შეხებაც კი მის ტრავმირებას იწვევს და მიკრო ჰემორაგია ვითარდება. როგორც წესი, დვრილიდან ჰემორაგიას პაციენტები აღმოაჩენენ სისხლიანი ლაქებით ბალიშის დასვრის შემდეგ, ან მათ ყურადღებას იპყრობს დვრილზე სისხლის შედედების შედეგად წარმოქმნილი ქერქისებრი საფარველი. თუ პაპილომები ტერმინალურ სარძევე სადინრებში განვითარდა, შესაძლებელი ხდება სიმსივნური წარმონაქმნის პალპირება არეოლის ირგვლივ. ზეწოლის შედეგად, დვრილზე სისხლის წვეთი ჩნდება. როდესაც პაპილომები უფრო ღრმად მდებარე სადინრებში ან კისტოზურ წარმონაქმნებში ჩნდება, მისი პალპაციით გამოვლენა ძალზე ძნელია. პაპილომატოზური წარმონაქმნი შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. მრავლობითი პაპილომა უფრო ხშირად მალიგნიზირდება, ვიდრე ერთეული.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9