1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კარდიომიოპათია

აერთიანებს მიოკარდიუმის პირველად არა ანთებით დაავადებებს. დამახასიათებელია: კარდიომეგალია (დიდი გული), გულის პროგრესირებადი რეფრაქტერული უკმარისობა და რითმის დარღვევა. დაავადებისათვის დამახასიათებელია: გულის ღრუების გადიდება (როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ); საზღვრების მკვეთრი გადიდება; კუმშვადობის მაჩვენებლის მკვეთრი დაქვეითება; ადვილად დაღლა; ჰაერის უკმარისობა, ქოშინი; ტკივილი გულის არეში; სხვადასხვა ემბოლიური გართულებები თავის ტვინში, ფილტვის არტერიის სისტემაში; შეგუბებითი მოვლენები სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეში. დაავადება შეიძლება გართულდეს პარკუჭების ფიბრილაციითა და ასისტოლიით.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9