სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიაა; მამოგრაფია არის კვლევის საუკეთესო საშუალება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოსავლენად. მამოგრაფიული გამოკვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა; ამ კვლევის დროს რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება (რაც დაბალი დოზის რენტგენის სხივებით ხორციელდება) - მინიმალურია. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია ძუძუში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა; აღნიშნული კვლევის მეთოდი გამოიყენება დიაგნოზის დიფერენცირებისათვის (წარმონაქმნი ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი).
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007