1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მასტოპათია

ძუძუს დისჰორმონული ჰიპერპლაზიური პროცესი, რომელიც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირდება როგორც ფიბროზულ-კისტოზური დაავადება. მას ახასიათებს ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციული და რეგრესიული პროცესების ფართო სპექტრი. არსებობს მასტოპათიის პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული ფორმები. მართალია, მასტოპათია არ ითვლება ობლიგატურ ძუძუს კიბოსწინა დაავადებად, მაგრამ ამ პათოლოგიის მატარებელ ქალებს 3-5-ჯერ, პროლიფერაციული ფორმების დროს კი 25-30-ჯერ ეზრდებათ კიბოს განვითარების რისკი. ატიპიური პროლიფერაციული პროცესი კიდევ უფრო ზრდის რისკს, ამიტომ მასტოპათიების პროლიფერაციული ფორმა (ეპითელის ჰიპერპლაზიითა და დისპლაზიით), ითვლება ძუძუს კიბოსწინა დაავადებად. კლინიკური თვალსაზრისით, მასტოპათია შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: დიფუზური და კვანძოვანი. ასეთი დაყოფა ხელსაყრელია მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9