1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მენოპაუზა

უკანასკნელი მენსტრუაცია; კლიმაქტერული პერიოდის მეორე ფაზა (მენოპაუზა) - ეს არის უკანასკნელი სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან, განპირობებული საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციით. მენოპაუზის დადგომის (გასაშუალებული მონაცემებით) ასაკი 48.7-52.0 წელს შეადგენს; თუმცა, შესაძლებელია მენოპაუზა გამოვლინდეს შედარებით ახალგაზრდა ასაკში - 38-48 წელი. ქალები, რომელთაც მენსტრუალური ციკლი არ შეუწყდათ 52-53 წლის ასაკში, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. არც თუ დიდი ხნის წინ, 15-20 წლის უკან, რეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე 48-50 წლის ქალებს უტარდებოდათ საშვილოსნოს დიაგნოსტიკური გამოფხეკა და სასქესო ორგანოების ამოკვეთაც კი. დღეისათვის, მენოპაუზის დადგომის ასაკი გაიზარდა, რამაც გამოიწვია მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა კლიმაქტერულ პერიოდში.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9