1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

სხვადასხვა ნეიროენდოკრინული დარღვევების ზეგავლენით, მეორადი სასქესო ნიშნების ადრეულ გამოვლინებასთან ერთად, შეიძლება გამოხატული იყოს ნაადრევი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება. გოგონებში – ადრე იწყება მენსტრუალური ციკლი, ვლინდება თმიანობა ბოქვენის, იღლიისქვეშა ფოსოებისადა სხვა არეებში, ვითარდება სარძევე ჯირკვლები, იზრდება მენჯი და თეძოების მოცულობა, აღმოცენდება სექსუალური ინსუიენციები და სხვ. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი შეიძლება იყოს: ჯალღუზისებრი სხეულის, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქისა და შუამდებარე ტვინის სტრუქტურების, ისევე როგორც აღნიშნული წარმონაქმნებისა და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარული სისტემის დამაკავშირებელი გზების დაზიანება. ამგვარი სინდრომი შეიძლება განვითარდეს ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის სიმსივნის, ან ტვინის ქსოვილის ანთების (ენცეფალიტის) შედეგად.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9