1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნერვული ანორექსია

ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული „ფსიქიკური განწყობა“ სხეულის წონის შემცირების მიმართ. სხეულის წონის მკვეთრი შემცირება (ორგანიზმის გამოფიტვამდე), იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციების კარდინალურ ცვლილებებს, მათ შორის სასქესო სისტემის დისფუნქციას (მათ შორის ამენორეასაც). ცნობილია,რომ გოგონების რეპროდუქციული სისტემა ფუნქციონირებას იწყებს სხეულის კრიტიკული მასის მიღწევის შემდეგ - 46-48 კგ. ეს მასა, ცხიმოვანი კომპონენტის აუცილებელი 25%-ანი შემცველობით, ახდენს პირველი (თუმცა ანოვულატორული) ციკლის ინიცირებას. ყველაზე ხშირად, ანორექსია გვხვდება მოზარდებსა (ლტოლვილებში და სამხედრო კონფლიქტების ზონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში) და ბალერინებში; თან ახლავს ქრონიკული ანოვულაცია (განპირობებული ჰიპოთალამური მალუთეინიზირებელი-რილიზინგ ჰორმონის სეკრეციის დარღვევით).
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9