1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პედ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პეჯეტის დაავადება

ინგლისელმა ქირურგმა პეჯეტმა (1874 წელს) პირველად აღწერა დვრილის დაავადება, რომელიც კლინიკურად ეგზემის მსგავსად მიმდინარეობდა. არსებობს ამ პათოლოგიის შემდეგი ფორმები: 1. პეჯეტის ტიპის კიბო, მხოლოდ დვრილის დაზიანებით; 2. პეჯეტის ტიპის კიბო, დვრილისა და ძუძუს ერთდროული დაზიანებით; 3. პეჯეტის კიბოს კვანძოვანი ფორმა. დვრილის არეში არსებული პეჯეტის კიბო კლინიკურად წააგავს ეგზემას, რის გამოც ხშირად ავადმყოფები დერმატოლოგს მიმართავენ. შეუხორცებელი დვრილის კანის ეგზემა, რომელიც არ ექვემდებარება დერმატოლოგიურ მკურნალობას, განსაკუთრებით საშუალო ასაკის ქალებში, ეჭვს ბადებს პეჯეტის კიბოს არსებობაზე.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9