1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პედ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პერიკარდიტი

პერიკარდიუმის ფურცლების ანთებას - პერიკარდიტი ეწოდება. პერიკარდიტი შეიძლება იყოს: მწვავე, ექსუდაციური, კონსტრიქციული. მისი გამომწვევი მიზეზებია: ვირუსები და ბაქტერიები. პერიკარდიტი ვითარდება ინფარქტის ადრეულ (24 საათის განმავლობაში), ან მოგვიანებით პერიოდში (რამდენიმე კვირის შემდეგ ინფარქტის განვითარებიდან - დრესლერის სინდრომი). ავადმყოფები უჩივიან: საერთო სისუსტეს, ტკივილს გულის არეში, ტემპერატურის მომატებას, გულის აჩქარებას, არითმიას. საჭიროა დროულად ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა, დაავადების გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9