1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროსტატიტი

წინამდებარე ჯირკვლის მწვავე კატარალური ანთება მიმდინარეობს შეუმჩნევლად; გამოხატულია გახშირებული შარდვა, დიზურიის გარეშე. პოლაკიურიის შემთხვევაში - ავადმყოფი უჩივის შორისის არეში ტკივილს, ირადიაციით ასოს თავისა და სწორი ნაწლავის მიმართულებით, რომელიც ძლიერდება კუჭის მოქმედების დროს. შეიძლება გამოვლინდეს დიზურია ტენეზმებით; მოშარდვის აქტი გაძნელებულია; მოსალოდნელია შარდის მწვავე შეკავება და ტემპერატურის მომატება. იგივე მეორდება წინამდებარე ჯირკვლის პარენქიმული ანთების დროს.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9