უჯრედშიდა პარაზიტის – ქლამიდიას მიერ გამოწვეული ანთებითი დაავადებაა. ხშირად იძლევა რეციდივებს და იღებს ქრონიკულ ხასიათს. მისთვის დამახასიათებელია: მცირე გამონადენი სასქესო ორგანოებიდან; ქავილი; შეშუპება; საშოს ლორწოვანი გარსის ანთება; ტკივილი საზარდულის, შორისის და წელის მიდამოში; ბართოლინის ჯირკვლების, საშვილოსნოს, საკვერცხეების, კვერცხსავალი მილების ანთება.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007