1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქრი ქრო

ქრონიკული პროსტატიტი

წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთების კლინიკური მიმდინარეობა მრავალფეროვანია. ავადმყოფს ტკივილი ზოგჯერ არ აღენიშნება. ხშირ შემთხვევაში, საყურადღებოა შარდსადინარის გარეთა ხვრელის ბაგეთა მიწებება, მოთეთრო ფერის გამონადენი და შარდში მოფარფატე დაკლაკნილი ძაფები. ზოგიერთი ავადმყოფი უჩივის გახშირებულ შარდვას, წვას შარდვის დროს, ქავილს - ურეთრის, უკანა ტანისა და შორისის არეში. ასევე, აღინიშნება ყრუ ტკივილები წელის, გავისა და თირკმელების არეში, სათესლე ჯირკვლებში, ასოს თავსა და ქვედა კიდურებში. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი შარდვის დროს; სქესობრივი კავშირის დამყარებისას გამოხატულია სპერმის ნაადრევი დაქცევა,ზოგჯერ კი - ერექციის შესუსტება ან სრული იმპოტენცია.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9