1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი

წარმოადგენს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ოვარიული სისტემის უკუკავშირების დარღვევის შედეგად განვითარებული ქრონიკული ანოვულაციის ყველაზე მკაფიო მაგალითს, როდესაც (აღნიშნული კავშირების დარღვევის შედეგად) აღმოცენდება ჰონადოტროპინების სეკრეციის გაუკუღმართებული რიტმი: ლუტროპინის სეკრეციის მკვეთრი მომატება და ფილიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვა. ლუტროპინის მაღალი კონცენტრაცია იწვევს საკვერცხეების სეკრეტორული პროცესების გაძლიერებას, რაც აისახება სისხლში ესტროგენებისა და ანდროგენების მზარდი შემცველობით. ამ ჰორმონების მაღალი კონცენტრაცია არა მარტო ფოლიკულების ინჰიბირებას იწვევს, არამედ ნაწილობრივ გარდაიქმნება პერიფერიულ ესტროგენად, რის შედეგად ხდება ჰიპოფიზის მგრძნობელობის კიდევ უფრო გაძლიერება ენდოგენური მალუთეინიზირებელი-რილიზინგ ჰორმონის მოქმედების მიმართ. ამგვარად, იკვრება ჰორმონების სეკრეციის „მანკიერი” წრე.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9